Loading


საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამა დაინერგება


25.05.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს  მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.

მემორანდუმი მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საქართველოს სკოლებში პროგრამის - KCFE დანერგვას ითვალისწინებს. პროგრამა კომპიუტერულია და მის შექმნაზე კასპაროვთან ერთად, ევროპის საჭადრაკო ლიგაც მუშაობდა. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს მეთოდი დაინერგება. ახალი პროგრამა 2012 წლის სექტემბრიდან  ამოქმედდება და იგი ჭადრაკის პოპულარიზაციის  გარდა,  სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება, იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება. ”როცა ბავშვის აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, მას სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს, რადგან ჭადრაკის თამაში  ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ის ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის  ხარისხზე აისახება... ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება” - აცხადებს დიდოსტატი.

2010-2011 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილები დაინერგა. სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, ამ სახეობებიდან ჭადრაკი საქართველოს 800-ზე მეტ სკოლაში არის არჩეული, რაც სპორტის ამ სახეობის აქტუალობაზე  მეტყველებს.


გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.

ალბერტ აინშტაინი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations