Loading


პირველკლასელებისთვის ნეტბუქების აწყობა მიმდინარეობს


25.06.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა და მათთვის გადასაცემი კომპიუტერების  აწყობის პროცესს დაესწრო.

ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი პრეზიდენტისგან საჩუქრად სწორედ ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკს (”ბუკს”) მიიღებს. ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და გათვალისწინებულია როგორც ბავშვის ფსიქოლოგია, ასევე მისი უნარ-ჩვევები.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტის სამყაროში საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებელად მიიჩნია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფა კი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება.

საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი   და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისგან კომპიუტერს საჩუქრად უკვე მესამე წელია იღებს. პროექტი მიზნად ისახავს, განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას. კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვისაა გათვალისწინებული და მას დამხმარე  ხასიათი აქვს -  მოსწავლეები კომპიუტერებს სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად იყენებენ. 

სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ეცნობიან როგორც ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურას, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილებს და სასწავლო პროექტების მომზადებას.


სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations