Loading


რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში ”მომავლის კლასი” გაიხსნა


26.06.2012

ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება.  ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე ქვემო ქართლში უკვე კეთილმოწყობილი და გახსნისთვის მზადაა 20 ახალი ”მომავლის კლასი”, მათ შორის - რუსთავის №2, №4,  №5,  №18, №21, №22, №23, №24  სკოლებში. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ  „მომავლის კლასი“  რუსთავის №24 საჯარო სკოლაში გახსნეს.  

ახალი სასწავლო წლიდან „მომავლის კლასები“ გარდაბნის №1,  თეთრიწყაროს №1, მარნეულის №6,  დმანისის №1, წალკის №2,  ბოლონისის №1 საჯარო სკოლებში ამოქმედდება. მუშაობა საქართველოს მასშტაბით  ამჟამად კიდევ სხვადასხვა რეგიონის 80  სკოლაში მიმდინარეობს.

ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ,,მომავლის კლასებში’’ ინტერაქტიული „ჭკვიანი დაფა” და სენსორული  მონიტორებია დამონტაჟებული. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ  ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას  უზრუნველყოფს. მონიტორის საშუალებით  მასწავლებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს,  გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები.

        >>  მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს:   ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის  გაკვეთილები;

         >>  სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და  სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების  ასაგები ხელსაწყოები);

        >>  მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ   ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსიები;

         >>    კლასში შესაძლებელია ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია, კლასს გააჩნია მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations