შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა27.06.2012
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. პორტალზე თავმოყრილია IV–XVIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი საერო და სასულიერო პირების შესახებ როგორც სამეცნიერო, ასევე ვიზუალური მასალა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მეფეების, წმინდანების, საეკლესიო პირების, მაშენებლების, მწერლებისა და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისტორიული პერსონებისადმი მიძღვნილ სტატიებს. ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობის, ნაქარგობისა და ხელნაწერების შესახებ. პორტალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელებული სამწლიანი სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეიქმნა. მასზე მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა. სამეცნიერო პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 150 000-მდე ლარით დააფინანსა. ვებ-გვერდი საინტერესოა დარგის სპეციალისტებისთვის, მოზარდებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირებისთვის. ამასთან, ის პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას. |
![]()
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
ციცერონი ![]() საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013 10.05.2013
მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში მეხუთე ინტერნეტ კონსულტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ინტერნეტით მიმართა მასწავლებლებს. ![]() სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა 09.05.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში”. ![]() საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 01.05.2013
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რაც მთელი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია. |
Loading

შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი 



.jpg)



