”ბუკების” მასწავლებელთა ტრენინგები დაიწყო17.07.2012
ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისაგან საჩუქრად სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილ ნეტბუქს (”ბუკს”) მიიღებს. ”ბუკი” საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა შეიქმნილი და მასში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამებია ჩატვირთული. კერძოდ, სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები.
ნეტბუქების გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვაში მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი ემზადება. ტრენინგების კურსი შემდეგ თემებს მოიცავს:
ტრენინგი ორეტაპიანია და 9 დღე გრძელდება. პირველი ეტაპი თბილისში ივლისის ბოლოს, რეგიონებში კი, სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. „ბუკების“ ტრენინგს მასწავლებლის სახლი მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს და მასში ყველა სკოლის პირველი კლასის დამრიგებლებთან ერთად ქართულისა და მათემატიკის ის მასწავლებლებიც არიან ჩართულები, რომლებიც გაკვეთილებს პირველ კლასელებს ჩაუტარებენ. |
![]()
ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის, არამედ მისი გონიერი მოხმარებაა.
ნაპოლეონი ![]() საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013 10.05.2013
მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში მეხუთე ინტერნეტ კონსულტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ინტერნეტით მიმართა მასწავლებლებს. ![]() სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა 09.05.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში”. ![]() საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 01.05.2013
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რაც მთელი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია. |
Loading





.jpg)



