Loading


ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს “ბუკს“ მიიღებს


13.09.2012

2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი სრულდება. კომპიუტერების დისტრიბუციას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს. „ბუკები“ კომპანიების ”ალგორითმი” და ”ინტელის” მიერ საქართველოში დამზადდა.

დღეს კომპანია ”ალგორითმიდან” ნეტ-ბუკები თბილისის საჯარო სკოლებისთვის გაიგზავნა. 17 სექტემბერს ყველა პირველკლასელს „ბუკი“ სკოლაში დახვდება. პროექტი მეორე წელია მიმდინარეობს, კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ნეტ-ბუკი ”ბუკი”. ნეტ-ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.

სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ, ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება.

საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტიზებულია, აქედან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლიდან ნეტ-ბუკები სახელმძღვანელოებთან ერთად, პირველკლასელთათვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა.


რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations