ახალი სასწავლო წლიდან 83 ახალი „მომავლის კლასი“ ამოქმედდება14.09.2012
,,მომავლის კლასი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და თოთხმეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ”მომავლის კლასებიდან“ საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ”მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი. გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს მათ კომენტარი. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები). მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის საშუალებას იძლევა. |
![]()
გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.
არაბული ანდაზა ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
