კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” გამარჯვებულები გამოვლინდნენ27.10.2012
გამოვლინდა ერთი გრანპრის, 1 პირველი ადგილის, 2 მეორე ადგილისა და 3 მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრის მფლობელი გაემგზავრება უცხოეთში სასწავლო-შემეცნებითი ტურით. I ადგილზე გასული პროექტის ავტორს 5000 ლარი, II ადგილზე - 3 000 – 3 000, ხოლო III ადგილზე გასული პროექტების ავტორებს 2 000 – 2 000 ლარი გადაეცათ. კახეთის გუბერნიამ 1 500 ლარით, ქუთაისის მერიამ კი 1 000 ლარით დააჯილდოვეს კახეთის რეგიონიდან და ქალაქ ქუთაისიდან წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრის ავტორები. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტებიც, რომელთა ავტორებიც კომპანიამ ”ბილაინი” მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა. ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმაც, რომლის წარმომადგენელმა გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორს ტელეფონი ”SAMSUNG Galaxy” გადასცა. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები დედაქალაქიდან და საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე თურქეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის დისციპლინების მიმართულებებით, ასევე გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის, საინჟინრო სფეროებში. მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს და იგი გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდების წახალისებას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. |
![]()
გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.
არაბული ანდაზა ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
