მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თემაზე შეხვედრები დაიწყო18.12.2012
მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. გამოკვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მას სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების გადალახვაში, მით უფრო მკვეთრად იზრდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება სკოლაში. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, იზრდება სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სასწავლო გეგმის ექსპერტები და განათლების ფსიქოლოგები 17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეიქმნა ელექტრონული ფოსტა mshobeli@mes.gov.ge, რომელზეც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს შეკითხვები და რეკომენდაციები. მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს როგორც კვლევითი საქმიანობა, ასევე, მეთოდოლოგიურ რესურსებზე მუშაობა. |
![]()
გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.
არაბული ანდაზა ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
