Loading


ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა


18.02.2013

მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სკოლებში კომპიუტერული პროგრამა - KCFE დაინერგება. დღეს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია და საჩვენებელი გაკვეთილი თავად ავტორმა, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ჩაატარა.

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ჭადრაკის სწავლების ახალი  მეთოდი დაინერგება. ახალი პროგრამა უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით 100 საპილოტე სკოლაში ამოქმედდება და იგი ჭადრაკის პოპულარიზაციის  გარდა,  სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. როგორც დიდოსტატი განმარტავს, ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება, იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება.

პირდაპირი ჩართვის რეჟიმში გარი კასპაროვმა ქუთაისისა და ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც ჩაუტარა გაკვეთილი. პროგრამა ჭადრაკის სწავლების ბევრ ინოვაციურ მეთოდს მოიცავს. თავად აკეთებს ყველა, მათ შორის რეგიონებიდან ჩართული  მოთამაშეების შეფასებას, რომელიც ელექტრონულ დაფაზე  თამაშის დასრულებისთანავე გამოისახება. ტელეხიდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომელთა დახმარებით განხორციელდა.

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ტექნიკურად შეასრულა "ჭადრაკი სკოლებში" -ი პროგრამის ლოკალიზაცია, თარგმნა და დაამუშავა შესაბამისი დოკუმენტაცია და მანუალები, თვითონ პროგრამა განთავსებულია ემისის სერვერზე და უზრუნველყოფს მის სრულყოფილად მუშაობას და კავშირს სკოლებთან..


ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.

ალბერტ აინშტაინი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations