Loading


პროექტის „ჩემი დედა ენა“ და ანიმაციური 3D პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა


14.04.2014

'დედა ენის" დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო–საგანმანათლებლო პროექტის ‘’ჩემი დედა ენა“ პრეზენტაცია გაიმართა. პტრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის პირადი საარქივო მასალა: „დედა ენის“ შავი ნაწერები, საყმაწვილო ლექსების რვეული, გოგებაშვილის ავტოგრაფი ჩასწორებული აკაკი წერეთლის ხელით, იაკობ გოგებაშვილის წერილები აკაკი წერეთელთან, წერილები, რომლებიც ასახავენ იაკობ გოგებაშვილის ქველმოქმედებას, გაწეულს ქართველი სტუდენტებისათვის (ნოე ჟორდანიას სამადლობელი წერილი მისთვის სწავლის პერიოდში ფულის გაგზავნისათვის), ჩანაწერები თუ როგორ უნდა გავრცელდეს „დედა ენა“ აფხაზეთში, აჭარასა და სამეგრელოში.

გამოფენაზე ასევე წამოდგენილი იყო: ოსკარ შმერლინგის მიერ საგანგებოდ „დედა ენისათვის“ შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები და პირველნაბეჭდი ''დედა ენის'' სტამბური კლიშეები.

საგამოფენო–საგანმანათლებლო პროგრამა 17 აპრილს დასრულდება და ამ ხნის განმავლობაში, გარდა საარქივო მასალისა, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ იხილონ 1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი “ქართული ანბანი ლოცვებითურთ” და ივანე ჯავახიშვილის პირადი ბიბლიოთეკიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული წიგნი - აფხაზური „დედა ენა“, რომელიც შედგენიალია იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს მიხედვით.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ანიმაციური 3D პროგრამა: „როგორ იქმნებოდა დედა ენა“ - განვითარებულ სამუზეუმო სივრცეში. ისოტირული მემკვიდრეობის წარსადგენად დღეს, სულ უფრო აქტიურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა ძველი უფრო მომხიბლავი და გასაგები გახდეს თანამედროვე თაობისათვის.

გამოფენის ფარგლებში შექმნილი ანიმაცია არის პირველი მცდელობა ქართულ სამუზეუმო სივრცეში ამგვარი პროდუქტის გამოყენებისა.


სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations