Loading


ეროვნული სასწავლო გეგმების ახალი პორტალის პრეზენტაცია გაიმართა


16.12.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი www.ncp.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნეს.

ახალი საგანმანათლებლო პორტალის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და მეთოდურ, სასწავლო და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლების თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაცია, საგანთშორისი კავშირების ვიზუალიზაცია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების დემონსტრირება და დანერგვის ხელშეწყობა.

დღეისათვის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მომზადებულია ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები დოკუმენტები და საგანმანათლებლო მასალები, კერძოდ, საგნობრივი გზამკვლევები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურისათვის, სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე ორიენტირებული აქტივობები, სანიმუშო გაკვეთილის გეგმები, დავალებათა კრებულები, სხვადასხვა სახის მეთოდური ლიტერატურა. ყველა ეს რესურსი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, თუმცა არსებული საგანმანათლებლო მასალები გაბნეულია, საჭირო მიზნით მათი მოძიება და შერჩევა პრობლემურია დაინტერესებული მხარეებისთვის და დროით რესურსს მოითხოვს. ახალი პორტალი ყველა ამ საგანმანათლებლო მასალის ერთ სივრცეში თავმოყრის პირველი მცდელობა.

პორტალზე გამოქვეყნებულია ყველა საგნობრივი პროგრამა, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სასწავლო რესურსი - სარეკომენდაციო, სანიმუშო აქტივობები, სიმულაციები, ანიმაციები, საგანმანათლებლო თამაშები, ვიდეომასალა და ა.შ. ელექტრონული ფორმატით წარმოდგენილ მასალას აქვს უპირატესობები, როგორიცაა სორტირება სასურველი ნიშნით (მაგ., კლასების მიხედვით, უნარების მიხედვით და ა.შ.), საჭირო ინფორმაციის სწრაფი ძიება, სხვადასხვა სახის მედიის ერთ მხედველობის არეში წარმოდგენა და ა.შ. პორტალზე პერმანენტულად აიტვირთება ახლადშექმნილი მასალა და რეგულარულად შეივსება სხვადასხვა რესურსით.

ვებპორტალის ამოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებასა და დანერგვასთან. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ INNOVE-ს ექსპერტები. ახალი ვებპორტალის პრეზენტაციაზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა ესტონელმა ექსპერტმა ეინარ ვარამ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ესტონული გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას.


წარმატების საიდუმლო: იარე წინ.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations