Loading


იაპონიასთან უპრეცედენტო თანამშრომლობა იწყება


08.12.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის „KEK”-ის გენერალური დირექტორი აცუტო სუზუკი და პროფესორი სატოში მიჰარა ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია ახალი ერთობლივი პროექტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებების განხილვა.

დღეს, იაპონელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და აქვე ხელი მოეწერა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და ტექნოლოგიების სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრ - საქართველოსა და მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის გაფორმდა.

მემორანდუმი ფარგლებში მხარეები მზად არიან დააფუძნონ, გააძლიერონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესში და მოამზადონ მაღალი დონის სპეციალისტები ფიზიკაში, ნაწილაკებისა და ბირთვულ ფიზიკაში, ფიზიკურ ინჟინერიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დაეხმარონ ქართველ ახალგაზრდა სპეციალისტებს KEK-ში კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ქართველი ფიზიკოსები და ინჟინრები უფრო ფართოდ ჩაერთონ გლობალურ, მსოფლიო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში.

იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია (KEK) ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და მისცემს მათ საშუალებას რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.

KEK-ის პროექტებში ჩართვით, საქართველოს და KEK-ის თანამშრომლების ზედამხედველობით, ქართული მხარე მხოლოდ სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს, სხვა ხარჯები (ცხოვრება, სწავლა, პრაქტიკა, კვლევა) კი დაფინანსებული იქნება იაპონური მხარის მიერ.


რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations