Loading


საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


24.11.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივით და ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
• საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;
• საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations