Loading


ლეონარდო და ვინჩი 2014 იწყება


07.10.2014

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს.

საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge 8 ოქტომბრიდან შეეძლებათ. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების, როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 13 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები ფულადი პრემიებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

კონკურსის გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორი გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF.

კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



07.04.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.

27.03.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის.

15.03.2017

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართა, 

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations