Loading


თელავის საჯარო სკოლას ახალი ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა


10.06.2014

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. დღეს, სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ელექტრონული სასწავლო რესურსებისა და დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი პროგრამები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები.

პროგრამა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას გადასცა მოიცავს:

  • ვირტუალური სწავლების საშუალებები;
  • ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი 1-12 კლასები; 
  • დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკა, ბუნება, მუსიკა; 
  • ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების პაკეტი;
  • რეალური ლაბორატორიული სამუშაოები;
  • თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა;
  • ინერციის მომენტის განსაზღვრა;
  • გამტარის წინაღობის გეომეტრიულ პარამეტრებზე დამოკიდებულების შესწავლა.


რეალურ ლაბორატორიულ სამუშაოებს თან ახლავს შესაბამისი თეორიის აღწერა და ჩატარების მეთოდური მითითებები, რაც ასევე გადაეცა სკოლას.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძე თელავის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა, სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.


ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations