ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მინისტრმა მოსწავლეებთან ერთად გაატარა01.06.2015
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრო და ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოტანიკის ინსტიტუტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მათ მიერ შესრულებული ნახატები, ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები. ამ დღესთან დაკავშირებით, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსულ სკოლის მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საინტერესო სამეცნიერო ტური მოუწყო. სპეციალურად მოწყობილ სტენდზე, მოსწავლეებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით; ცდებში მონაწილე მოსწავლეები „დამწყები მეცნიერის“ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კუთხეში, სტუმრები 3D პრინტერით სხვადასხვა ნივთების დამზადების პროცესს ეცნობოდნენ. მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მუშაობდა კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიის კუთხე, სადაც ოკულუსების საშუალებით მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვირტუალურად გაცნობოდნენ უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა ლაბორატორიებს. სამეცნიერო სტენდზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ დამზადებული დანადგარები, მათ შორის, სეისმურობის საზომი მოწყობილობა. მოსწავლეებმა ბოტანიკის ინსტიტუში არსებული ლაბორატორია და ჰერბარიუმიც დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შეჯიბრებებში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის რეკომენდაციით შემუშავდა. ღონისძიებას მუსიკალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალური ჯაზ-ბენდი აფორმებდა. |
![]()
გინდა იყო ბედნიერი, იყავი!
ლათინური გამონათქვამი ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
