კონკურსის „ლეონადრო და ვინჩი“ გამარჯვებულები აშშ-ში გაემგზავრნენ10.05.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება, სწავლის დონის ამაღლების, ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივების, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელები არიან: თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე და ნიკოლოზ მინაშვილი. პირველი ადგილი ვახტანგ დონაძემ და ირაკლი ჩხეიძემ, მეორე ადგილი ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ალავიძემ დაიკავა. კონკურსის ჩატარებას და ადმინისტრირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულების გამგზავრება ინტელის ფონდმა დააფინანსა. სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება სამომავლოდ ხელს უწყობს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებას. |
![]()
გინდა იყო ბედნიერი, იყავი!
ლათინური გამონათქვამი ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
