Loading


ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ


07.09.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საქართველოს მასშტაბით 144 გამორჩეულად წარმატებული მოსწავლე სასკოლო ოლიმპიადებსა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოეს. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა რეიტინგული სიის I, II, III ადგილებზე გასული სკოლები. რაც შეეხება I-II-III ადგილზე გასულ და საუკეთესო ათეულში მოხვედრილ 144-ვე მოსწავლის 110 პედაგოგს, ფულადი პრემიები და სიგელები გადაეცემათ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საშუალოდ, 200 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. 2014-2015 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული). ოლიმპიადა ასევე, ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადა მოიცავს 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. ოლიმპიადის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.

ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდა 132 გამარჯვებული მოსწავლე: I ადგილი (15 მოსწავლე), II (16), III (14) და 87 მოსწავლე, რომლებიც საგნების მიხედვით, საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისად - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.
2015 წელს, ინფორმატიკის ეროვნული ტურნირი 2 ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 12 გამარჯვებული: I ადგილი (3 მოსწავლე), II (3), III (3) და 3 მოსწავლე, რომლებიც საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისად - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.

მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილოების მისაღებად, ეროვნული ნაკრები გუნდები სწორედ ამ წარმატებული მოსწავლეებისაგან კომპლექტდება. მათთვის შემდგომ დამატებით მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ხარჯებს, სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს. გასულ წელს, მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ერთი ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლებით და სიგელებით დაბრუნდნენ. ქართველი ბავშვები საერთაშორისო ოლიმპიადებში წელსაც მონაწილეობენ და როგორც ყოველთვის, საქართველოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოსწავლეები კონკურენციას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმატებულ მოსწავლეებს უწევენ, რაც საქართველოში მათი მაღალი დონის მომზადების შედეგია.

ყველა დაჯილდოებული მოსწავლე, ასევე მოსწავლეები, რომელთაც ეროვნული სასკოლო ოლომპიადის დასკვნით ტურში მიიღეს მონაწილეობა (ჯამში 600-მდე მოსწავლე), ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში ისვენებენ და პარალელურად, ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ. მათგან, საუკეთესო 40-მდე მოსწავლე კი, დიდ ბრიტანეთში ენის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.
ასევე აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს ხორციელდება 3 ქვეპროგრამა და მასში სხვადასხვა სასკოლო პროეექტებში გამარჯვებული ასობით მოსწავლე მონაწილეობს. მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მოსწავლეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.

გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების გუნდურ კონკურსებში გამარჯვებული ბავშვები ცერნისა და კოპერნიკის სამეცნიერო ლაბორატორიებშიც გაემგზავრებიან.
მნიშველოვანია ისიც, რომ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრ აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე ყოფნის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება აქვს პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული სპეციალისტის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.


გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.

ალბერტ აინშტაინი



14.09.2017

გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

11.08.2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს...

26.07.2017

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც  სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations