სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ20.07.2016
ევროპის კვირეულის ფარგლებში, ვიდეო სიუჟეტების კონკურსი „ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გაეაზრებინათ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში; გაეანალიზებინათ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში; გამოეხატათ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. |
![]()
ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.
ქართული ანდაზა ![]() ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ტრენინგები უტარდებათ 04.02.2019
უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლები, 4-5 თებერვალს თბილისის 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ტრენინგებს ატარებენ. ![]() განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია 23.01.2019
განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში კომპიუტერული სწავლების ახალი კონცეფცია შეიქმნა 26.12.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისტ-ის მიმართულების ექსპერტმა, სანდრო ასათიანმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების ახალი კონცეფცია წარუდგინა. |

Loading
