საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა17.07.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას. წელს სამინისტრო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ქიმიაში უკვე წარსდგა ქიმიის 49-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე IChO 2017, რომელიც ტაილანდში, ქ. ბანგკოკში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც უპრეცედენტო შედეგია ქვეყნის ისტორიაში. ქიმიის ოლიმპიადაში 297 მოსწავლე მონაწილეობდა მსოფლიოს 75 ქვეყნიდან. გამარჯვებული გუნდი უკვე დაბრუნდა საქართველოში. |
![]()
გინდა იყო ბედნიერი, იყავი!
ლათინური გამონათქვამი ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
