Loading


მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2018 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები


16.11.2018

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 18 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის N11 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულები.

2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 38 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 18 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

გრანპრის მფლობელი გახდნენ:

დეა ილარიონოვა; შორენა გუჯაბიძე; მარინა გუჯაბიძე
პროექტი: Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა
სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS”
პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.

I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:

მილანა გაგულია; მარიამ ბახტაძე; ანა კალანდარიშვილი
პროექტი: უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის
სკოლა: ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია


II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:

ერეკლე თაბაგარი; ნინო მაკასარაშვილი; თამარ დეკანოიძე
პროექტი: კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ
სკოლა: ქ. საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. მეორე საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:

ნატა სულაქველიძე; გვანცა მაჩიტიძე
პროექტი: უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა
სკოლა: ქ. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლა, ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმი
(საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).

პროექტის ოფიციალური პარტნიორია „თიბისი ბანკი“.
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:
თიბისი ბანკმა I ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დააჯილდოვა 1 წლიანი სტიპენდიით 200 ლარის ოდენობით, ასევე თიბისი ბანკის სტიპენდია დაენიშნა ბანკის რჩეულს - ივერი ჯაჯანიძეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით.

საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავჯდომარის მოადგილემ მერაბ კუციამ პროექტის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“ ავტორებს მილანა გაგულიას, მარიამ ბახტაძესა და ანა კალანდარიშვილს გადასცა 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

შპს მთაწმინდის პარკმა კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), ალექსანდრე რიაბუხა, ამირან ჟვანია, დავით არველაძე მთაწმინდის პარკის 30 -ლარიანი ბარათებით დააჯილდოვა.


ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations