Loading


150-ე სკოლაში ინოვაციური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს


17.04.2019

თბილისის 150-ე საჯარო სკოლა მეორე წელია მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში, რომელიც ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას. პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ გაკვეთილებს დღეს, იუნისეფის რეგიონული დირექტორი, ავშან ხანი, ესტონეთის ელჩი საქართველოში, კაი კაარელსონი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ესტონური პროექტი წარმატებით შეერწყა „ახალი სკოლის მოდელს“ და იმ ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში, ასევე დაინერგა 150-ე სკოლაში. ეს სკოლა ერთ-ერთი პირველია იმ 50 სკოლას შორის, სადაც პროექტი ინერგება. ახალი მოდელი 2023 წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლას დაფარავს.


ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.

ქართული ანდაზა



21.06.2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ ორდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. 

17.04.2019

თბილისის 150-ე საჯარო სკოლა მეორე წელია მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში, რომელიც ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეობს.

29.03.2019

„საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ....

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations