![]() 11.10.2011
![]() გურიის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში ლინგოფონის კაბინეტი გახსნა და გურიის რეგიონის საჯარო სკოლების 21 მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცა. 28.09.2011
![]() მინისტრმა მოსწავლეებს კომპიუტერული ქარხანა დაათვალიერებინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა. მოსწავლეები კომპიუტერების აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები, რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ. 15.09.2011
![]() 2011-2012 სასწავლო წელი დაიწყო 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სასწავლო წლის დაწყება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს მიულოცა ხოლო, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თბილისის №117-ე საჯარო სკოლას ეწვია. 15.09.2011
![]() პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წელი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საქართველოში პირველი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი დაათვალიერა. კლასი მოსწავლეებისთვის კომპანია ჯეოსელის საჩუქარია. 05.09.2011
![]() აჭარის რეგიონის პირველკლასელთა ნეტ-ბუკები ბათუმშია სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის” გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს. გვერდები : |
![]()
ენას ძვალი არა აქვს.
ბერძნული ანდაზა
|

Loading
