![]() 09.08.2011
![]() ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ტრენინგს გაივლის საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ყველა პირველი კლასის დამრიგებელთა ტრენინგი მიმდინარეობს. 25.07.2011
![]() პირველად ამიერკავკასიაში ახალი კომპიუტერული ქარხანა გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნეს. 07.06.2011
![]() სომეხი კოლეგები საქართველოს გამოცდილებებს ეცნობიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სომხეთის საგამოცდო ცენტრის დირექტორს კარო ნასიბიანს, სომხეთის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ნაციონალური ცენტრის დირექტორს არეგ გრიგორიანს და სხვა სომეხ კოლეგებს ის უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებოდნენ. 30.05.2011
![]() პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახი დაათვალიერა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებიან. 23.05.2011
![]() მეთორმეტე კლასელები წელს პირველად საატესტატო გამოცდებს კომპიუტერების საშუალებით აბარებენ. გამოცდა 8 საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. გვერდები : |
![]()
ენას ძვალი არა აქვს.
ბერძნული ანდაზა
|

Loading
