![]() 19.12.2011
![]() საქართველო გამოცდილებას სურინამის რესპუბლიკას უზიარებს საქართველო გამოცდილებას სურინამის რესპუბლიკას უზიარებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სურინამის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა. 15.12.2011
![]() კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და საქპატენტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ღვალაძემ. 29.11.2011
![]() მოსწავლეებისთვის ახალი კომპიუტერული თამაში შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი კომპიუტერული თამაში ”ხელოვნება” გააცნო. თამაში სკოლებში სასწავლო პროგრამის პარალელურად დაინერგება და მოსწავლეებს მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის შესწავლაში დაეხმარება. 26.11.2011
![]() გამარჯვებული სკოლები დასაჩუქრდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მასში სტუდენტები, მოსწავლეები, მათი მშობლები, საქართველოში მცხოვრები ბოშები, დევნილები და რეპატრირებული მესხები მონაწილეობდნენ. 07.11.2011
![]() საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ,,ჯეოსელის’’ კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. პრეზიდენტი მოსწავლეებს გაესაუბრა და თავად გაეცნო თანამედროვე ინტერაქტიული ტექნიკის საშუალებით გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესს. აგრეთვე, ”ჯეოსელის” კლასიდან მოხდა თბილისის პირველ ქსპერიმენტულ სკოლაში არსებულ ”ჯეოსელის” კლასთან ონლაინ ჩართვა და მოსწავლეებთან გასაუბრება. გვერდები : |
![]()
ცხოვრება მოკლეა, ხელოვნებაა დღეგრძელი.
ლათინური გამონათქვამი
|

Loading
