Loading












14.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე  საქართველოსთან ერთად” და ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმებას.


13.02.2012

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მომავლის კლასი“ ამჯერად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში  გახსნა. ,,მომავლის კლასი’’ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული  მონიტორები.


10.02.2012

”კავკასიის უნივერსიტეტმა” 34 საჯარო და კერძო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკატო კურსების ორგანიზებას და დაეხმარება სკოლებს ვებგვერდების შექმნასა თუ სრულყოფაში.


10.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ინგლისში გაიარეს.


09.02.2012

დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით  გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა.

იხილეთ ყველა

გვერდები :
25

გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.

არაბული ანდაზა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations