Loading












02.04.2012

2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.


01.03.2012

განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა.


27.02.2012

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ფუნქციონირება ახალმა საიტმა დაიწყო. www.edublog.ge პირველი საიტია, რომელიც საკუთარ მკითხველს მხოლოდ განათლების სფეროს შესახებ არსებულ ბლოგებს სთავაზობს.


24.02.2012

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ  მე-2, მე-3 კლასელ წარჩინებულ 20 მოსწავლეს საჩუქრად ნეთბუკები გადასცა.


24.02.2012

საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ირინე ქურდაძესთან ერთად სამტრედიის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის “Don’t Worry, Be Healthy!”-ს ფარგლებში მე-4, მე-10 და მე-11 კლასელებთან შეხვედრა გამართა

იხილეთ ყველა

გვერდები :
23

წარმატების საიდუმლო: იარე წინ.

არაბული ანდაზა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations