Loading












23.04.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები  სპეციალურად შერჩეული  და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი სქულ ბოქსებით აღიჭურვება. ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.


18.04.2012

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა


17.04.2012

2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.


07.04.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.


04.04.2012

მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

იხილეთ ყველა

გვერდები :
22

სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations