Loading












18.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პერსონალური კომპიუტერი აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.


17.02.2012

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს  გრძელდება. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი  მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ  და  მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან.


16.02.2012

საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ კელი ამერიკის კონგრესის შენობაში დიმიტრი შაშკინთან პირისპირ შეხვედრისას.


16.02.2012

პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.


15.02.2012

აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ”Associated Press”-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩაწერეს. დიმიტრი შაშკინმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

იხილეთ ყველა

გვერდები :
24

რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations